ზეთები
ხშირია კითხვა, შეიძლება თუ არა სხვადასხვა მწარმოებლის ერთი და იგივე ან განსხვავებული სიბლანტის ზეთების ერთმანეთში შერევა?
სინთეზური ზეთის მწარმოებელმა ქიმიკოსმა იცის საბაზო ზეთების და მისართების კონცენტრაცია საკუთარ ზეთში, მაგრამ ფორმულა განსხვავდება მწარმოებლიდან მწარმოებელზე. თუ შერევისას მისართები და საბაზო ზეთები ვერ შეეთვისნენ ერთმანეთს, შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. იგივე მდგომარეობაა სხვადასხვა სიბლანტის ზეთების შერევისას, მათი თვისებები შეიძლება არათავსებადი იყოს. ამ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მალე შევცვალოთ ძრავში არსებული ზეთი ახლით.
რაიმე მიზეზით, მაგალითად მანქანის დაძველების გამო, მანქანაში ძრავის ზეთის სიბლანტის ცვლილებისას, დასაშვებია მხოლოდ მონათესავე ან იმ სიბლანტეებზე გადასვლა, რომელიც რეკომენდებულია მწარმოებლის მიერ. მაგალითად: 0W20-იდან 5W30-ზე. 5W30-დან 5W40-ზე და ა.შ. იმის გამო, რომ ურთიერთმოქმედ ნაწილებს შორის იზრდება თავისუფალი ადგილი, ზეთს სჭირდება უფრო დიდი დამცავი ფენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ნაწილების ცვეთასთან და მათ შორის ადგილის ზრდასთან ერთად, სულაც არ იზრდება ის არხები, რომელშიც უნდა გაიაროს ზეთმა. არხები გათვლილია სწორედ იმ ზეთზე, რომელიც თავიდან იყო მწარმოებლის მიერ რეკომენდებული მანქანისთვის. ამიტომ სიბლანტის ცვლილებისას, უნდა შევარჩიოთ ისეთი ზეთი, რომელსაც აქვს შედარებით უფრო სქელი დამცავი ფენა, მაგრამ ტემპერატურული და ფიზიკური თვისებებით მსგავსია პირველადი ზეთისა.
API (American Petroleum Institute) (ნავთობის ამერიკული ასოციაცია) მარკირების მაგალითი: API SJ/CF SF/CC CJ-4
ეს სტანდარტი აფასებს ზეთის საექსპლუატაციო თვისებებს.ასო “S” (SERVICE) მიანიშნებს, რომ იგი ბენზინის ძრავებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ასო “C” (COMMERCIAL) - დიზელის ძრავებისთვის. მომდევნო ასოები მიანიშნებენ ზეთის ხარისხის დონესა და ამ დაშვების მიღების წელს. ბენზინის ძრავებისთვის იზომება A-დან N-მდე, ხოლო დიზელის ძრავებისთვის A-დან J-მდე. რაც უფრო შორსაა მეორე ასო ანბანის საწყისიდან, მით უკეთესია. ციფრი 2 ან 4 მიანიშნებს, რომ ზეთი განკუთვნილია შესაბამისად ორ ან ოთხ ტაქტიანი ძრავებისთვის. უნივერსალურ ზეთებს ორივე დაშვება აქვს. სპეციფიკაცი, რომელიც პირველი წერია, მიუთითებს მისი გამოყენების უპირატესობაზე. SG/CD უპირატესად ბენზინისთვის. CD/SG უპიტრატესად დიზელისთვის.
ACEA (ევროპელი ავტომწარმოებლების ასოციაცია)
მარკირების მაგალითი: ACEA A3-96 B3-96 A3/B3 A3/B4
მსუბუქ ავტომობილებში არის სამი ტიპის ზეთი:
A – მსუბუქი ავტომობილების ბენზინის ძრავებისთვის;
B – მსუბუქი ავტომობილების დიზელის ძრავებისთვის;
С - მსუბუქი ავტომობილების ორივე ტიპის ძრავებისთვის (ბენზინი / დიზელი), რომლებიც აღჭურვილი არიან კატალიზატორით.
სატვირთო ავტომობილების აღნიშვნებში არის ერთი ტიპის ზეთი:
E - სატვირთო ავტიმობილის დიზელის ძრავებისთვის.ციფრი კატეგორიის შემდეგ მიანიშნებს ზეთის ხარისხის დონეს. რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უფრო ახალი თაობისაა და მეტად მძიმე პირობებში შეუძლია ზეთს მუშაობა.
დაბალი სულფატური ნაცრიანობის მქონე ანუ ე.წ. LOW SAPS ზეთები:
LOW SAPS
Low – ინგ. დაბალი; SA – Sulpathed Ash სულფატური ნაცარი; P – Phosphorus ფოსფორი; S – Sulphur გოგირდი. ამგვარად, ეს არის ზეთი გოგირდის, ფოსფორის და სულფატური ნაცრის დაბალი შემცველობით. LOW SAPS-ში რიცხობრივად ზეთის მაჩვნებელი უნდა იყოს 1-ზე დაბლა, MID SAPS -1-ის ფარგლებში, ხოლო Full SAPS-ის შემთხვევაში 1-ზე მაღლა.
მსუბუქი ავტომობილების აღნიშვნების გაშიფვრა:
A1/B1 – FULL SAPS > LOW HTHS > გათვლილი საწვავის წვის და ენერგიის ხარჯვის შემცირებაზე > ამერიკული და იაპონური მანქანებისთვის.
A3/B3 – FULL SAPS > HIGH HTHS > გათვლილი შეცვლის გაზრდილ ინტერვალზე > უპირატესად ევროპული მანქანებისთვის.
A3/B4 – FULL SAPS > HIGH HTHS >> გათვლილი შეცვლის გაზრდილ ინტერვალზე > უპირატესად ევროპული მანქანებისთვის.
A5/B5 – FULL SAPS > LOW HTHS გათვლილი საწვავის წვის და ენერგიის ხარჯვის შემცირებაზე > ამერიკული და იაპონური მანქანებისთვის.
C1 – LOW SAPS > LOW HTHS > გათვლილი საწვავის წვის და ენერგიის ხარჯვის შემცირებაზე > ამერიკული და იაპონური მანქანებისთვის.
C2 – MID SAPS > LOW HTHS > გათვლილი საწვავის წვის და ენერგიის ხარჯვის შემცირებაზე > ამერიკული და იაპონური მანქანებისთვის.
C3 – MID SAPS > HIGH HTHS > გათვლილი შეცვლის გაზრდილ ინტერვალზე > უპირატესად ევროპული მანქანებისთვის.
C4 – LOW SAPS > HIGH HTHS > გათვლილი შეცვლის გაზრდილ ინტერვალზე > უპირატესად ევროპული მანქანებისთვის.
არსებობს ზეთები, რომლებიც ხასიათდება დიდი სიბლანტის დიაპაზონით და ხშირად ოპტიმალური გამოსავალია გარე ტემპერატურის დიდი ცვალებადობის, ან მართვის სპორტული სტილის შემთხვევაში. ზეთების სიბლანტის დიაპაზონებია: 0W60, 10W60, 5W50 - სინთეტიკები, ასევე 15W50 მინერალი, და ა.შ. ამ დროს საჭიროა სიფრთხილე, რადგან ასო W-ს მომდევნო ციფრის მაჩვენებლის გასაზრდელად ზეთებში შემასქელებელი მისართის წილს ზრდიან, რაც იწვევს ზეთში არსებული სხვა მისართების, მაგალითად რეცხვითი დანამატების, დროზე ადრე განადგურებას. შედეგად ზეთის სიბლანტე და ტემპერატურული მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ ცოტა ხანში ის ვეღარ უზრუნველყოფს ძრავის გასუფთავებას და შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. აქედან გამომდინარე, უნდა მოვერიდოთ დიდი სიბლანტის დიაპაზონის მქონე ზეთების მოხმარებას ძრავში. თუ ეს რაიმე მიზეზის გამო გარდაუვალია, უნდა ვეცადოთ, რომ ის გამოვცვალოთ დაწვამდე. მისართების დესტრუქციის მაჩვენებელი საქართველოს პირობებში 2000 კილომეტრია.
LOW SAPS
Low – ინგ. დაბალი; SA (Sulpathed Ash) - სულფატური ნაცარი; P (Phosphorus) - ფოსფორი; S (Sulphur) - გოგირდი. ამგვარად, ეს არის ზეთი გოგირდის, ფოსფორის და სულფატური ნაცრის დაბალი შემცველობით. LOW SAPS-ში რიცხობრივად ზეთის მაჩვენებელი უნდა იყოს 1-ზე დაბლა, MID SAPS-ში 1-ის ფარგლებში, ხოლო Full SAPS-ის შემთხვევაში 1-ზე მაღლა.კონკრეტული ავტომობილებისა თუ ძრავების მწარმოებლები რეკომენდაციას გასცემენ იმის შესახებ, თუ რა ტიპის ზეთები უნდა მოიხმარონ წარმოებულ აგრეგატებში.
SAE (ავტოინჟინრების ამერიკული ასოციაცია):
მარკირების მაგალითი: SAE 10W / 30 / 10W40 / 5W40 / 15W40 / 0W20
მარკირების დროს ვიგებთ, შეუძლია თუ არა ზეთს, შეინარჩუნოს საჭირო სიბლანტე ტემპერატურული ცვალებადობის დროს. ერთი ციფრით (10W) აღინიშნება სეზონური ზეთები, ორი ციფრით (10W40) კი- ყველა სეზონის ზეთები.
ასო “W” აღნიშნავს სიტყვას „WINTER”-ზამთარი. მის წინ ჩასმული ციფრი კი შეესაბამება გარკვეულ ზამთრის ტემპერატურას. აღნიშნული ტემპერატურის დაბლა ზეთი კარგავს თავის პირვანდელ თვისებებს და ვეღარ უზრუნველყოფს ფუნქციების სრულ შესრულებას. რაც უფრო დაბალია ციფრი, მით უფრო დაბალ ტემპერატურაზეა დაშვებული ზეთის ექსპლუატაცია. მინიმალური მაჩვენებელია 0.
ასო “W”–ს გარეშე ( SAE 10, SAE 40) აღნიშნული ციფრი მიუთითებს, რომ ზეთი განკუთვნილია ზაფხულისთვის და აჩვენებს სიბლანტის შენარჩუნებას გაცხელებისას. რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრი, მით უფრო უკეთ ინარჩუნებს ზეთი სიბლანტეს მაღალ ტემპერატურაზე.
კინემატიკური სიბლანტე - იზომება კაპილარულ ვისკოზიმეტრში ზეთის 40 და 100 გრადუსზე გახურებით, სტატიკურ მდგომარეობაში.დინამიური სიბლანტე - იზომება სხვადასხვა სიჩქარეზე, როტაციულ ვისკოზიმეტრში, ზეთის 150 გრადუსზე გახურებით.
დინამიური სიბლანტის გასაზომად ტარდება HTHS (HIGH TEMPERATURE, HIGH SHARE) ტესტი, რაც განსაზღვრავს ზეთის გარკვეულ ტემპერატურაზე გახურებისას რამდენად ადვილად ურთიერთქმედებენ ნაწილები ერთმანეთთან. რაც უფრო სქელია ზეთი, მით უფრო მაღალია ციფრიც და მეტი ენერგია სჭირდება ნაწილებს ურთიერთქმედებისათვის. ავტომწარმოებლები რეკომენდაციას უწევენ დაბალი სიბლანტისა და დაბალი HTHS-ს მქონე ზეთებს (0W20, 5W20) ენერგო ეფექტურ და საწვავის ნაკლები დანახარჯის მქონე ავტომანქანებისთვის, ხოლო სიმძლავრის გენერირებისთვის-მაღალი სიბლანტისა და მაღალი HTHS მქონე ზეთებს (5W40, 10W60).
ხარისხობრივად განსხვავდება ზეთების 3 ტიპი:
სინთეტიკური (Fully synthetic / 100% Synthetic)
ნახევრად სინთეტიკური (Synthetic / Semi-synthetic / Thechnosynthes)
მინერალური (Mineral)
მინერალური ზეთები მზადდება ნავთობისგან დისტილაციისა და რაფინირების მეთოდით. ისინი განსხვავდებიან ქიმიური შემადგენლობით, გოგირდის შემცველობითა და სიბლანტით. მისი შემადგენლობა ზეთში დამოკიდებულია ნედლი ნავთობის წყაროზე და გადამუშავების პროცესზე. გოგირდის მცირე რაოდენობა ზეთში სასურველია კარგად შეზეთვის უზრუნველსაყოფად, ჭარბი რაოდენობა კი მავნეა მანქანის საექსპლუატაციო თვისებებისათვის. მინერალური ზეთი, სიბლანტის მიხედვით, უფრო სქელია ვიდრე სინთეტიკური და ნახევრად სინთეტიკური.
სინთეტიკური ზეთები მზადდება, როგორც მინერალური საბაზისო ზეთის ქიმიური დამუშავებით, ასევე ორგანული ნივთიერებების ქიმიური სინთეზირებით. ამ პროცესების შედეგად ვიღებთ სამი სახის სინთეზურ ზეთს:
პოლიალფაოლფელინები (PАО)
+ კოროზიისადმი მაღალი მდგრადობა
+ არასასურველი მინარევების არ არსებობა
+ სიბლანტის მაღალი ინდექსი
- მაღალი ფასი
ჰიდროკრეკინგი
+ არასასურველი მინარევების არ არსებობა
+ შედარებით დაბალი ფასი
- სიბლანტის საშუალო ინდექსი
- კოროზიისადმი დაბალი მდგრადობა
რთული ესთერები
პოლიალფაოლფელინები და შედარებით უფრო მაღალი მახასიათებლების მქონე რთული ესთერები, ნავთობის ბაზის გარეშე, ორგანული ნივთიერებების ქიმიური სინთეზირებით მიიღება, ხოლო, ჰიდროკრეკინგულები მინერალური საბაზისო ზეთის მოლეკულების წყალბადით დაშლის პროცესის საშუალებით მიიღება. სინთეზურ ზეთებს მრავალი უპირატესობა გააჩნია მინერალურთან შედარებით: ის ადვილად დენადია, შესაბამისად, ამცირებს სანტრანსპორტო საშალების ურთიერთმოქმედ ნაწილებს შორის ხახუნის ძალას და ამის ხარჯზე ზოგავს მის ენერგიას, ამასთანავე, ამცირებს საწვავის ხარჯვას. აქვს საუკეთესო ტემპერატურული მახასიათებლები: უძლებს ტემპერატურისა და წნევის მკვეთრ ცვალებადობას. ახასიათებს დაბალი აორთქლებადობა. სინთეზური ზეთების წარმოება ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე მინერალურის, ამიტომაც ერთადერთი უარყოფითი მხარე მაღალი ფასია. სინთეზური ზეთები სიბლანტით უფრო თხელია, ვიდრე მინერალური და ნახევრად სინთეტიკური ზეთები.
+ მაღალი ტემპ. გამძლეობა
+ ქიმ. მინარ. არ არსებობა
+ მაღალი ხარისხობრივი დონე
- რთული წარმოება
- მაღალი ფასი
ნახევად სინთეზური ზეთები მიიღება, მინერალური და სინთეზური ზეთების შერევით. რაც უფრო მეტია სინთეტიკის წილი ამ ტიპის ზეთში, მით უფრო მაღალი ხარისხით ხასიათდება. აქვს საშუალო სიბლანტე. ყველა მწარმოებლის შექმნილ ნახევრად სინთეტიკურ ზეთში არის მინერალის და სინთეტიკის სხვადასხვა პროპორცია, რაც ფირმის საიდუმლოს წარმოადგენს და არავინ იცის კონკრეტული პროცენტულობა, გარდა თავად შემქმნელი ტექნიკოსებისა.
ზოგადად, ზეთი შეირჩევა სიბლანტის მიხედვით შემდეგი ძირითადი პრინციპებით: რაც უფრო მეტადაა დატვირთული აგრეგატის კვანძები, მით უფრო მაღალი უნდა სიბლანტე, ხოლო რაც უფრო მაღალია მექანიზმის ბრუნვის სიჩქარე და სამუშაო ტემპერატურა, მით უფრო დაბალი უნდა იყოს სიბლანტე.
საავტომობილო ძრავში ზეთი უნდა შეირჩეს სხვადასხვა კრიტერიუმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს ზეთის SAE სტანდარტი, მისი სეზონურობა, ავტომობილის საექსპლუატაციო პირობები, ძრავისა და ავტომობილის მწარმოებლის დაშვებები და რეკომენდაციები, ასევე ძრავის ცვეთის ხარისხი.
+ საშუალო ფასი
+ საშუალო სიბლანტის ინდექსი
- არასასურველი მინარევების არსებობა
- კოროზიისადმი დაბალი მდგრადობა
ზეთის შემადგენლობა
საავტომობილო ზეთები საბაზისო ზეთისა და მისართებისგან შედგება. სტანდარტულ ზეთში დაახლოებით 70-95%-ს იკავებს საბაზისო ზეთი, ხოლო სხვადასხვა მისართები 5-30%-ს.
რა ტიპის მისართები არსებობს?
არსებობს მრავალი ტიპის მისართი, ისინი ზეთს მთავარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო თვისებებს აძლევენ. აქაფების და ოქსიდაციის საწინააღმდეგო მისართების ფუნქციაა ზეთის დაცვა. სიბლანტის/შემასქელებელისა და დეპრესორის გამოყენების შემთხვევაში ტემპერატურა გავლენას ახდენს ზეთზე. ხოლო - ცვეთის საწინააღმდეგო, კოროზიის ინჰიბატორები, მრეცხავი (დეტერგენტები) და დისპერსიის მისართები უზრუნველყოფენ ზედაპირის დაცვას. ზოგიერთ მათგანს შეუძლია შეასრულოს რამდენიმე განსხვავებული ფუნქციაც.
ზეთის ფუნქციები:
- მუშა დეტალებზე წარმოქმნას თხელი და მყარი ფენა, მათ შორის აღკვეთოს პირდაპირი კონტაქტი და ამით დაიცვას ცვეთისგან;
- პირველ რიგში, ცილინდრ–დგუშის ჯგუფის დეტალებს შორის შეავსოს ღრიჭოები და წვის კამერიდან აირების გამოღწევა აღკვეთოს, ან მინიმუმამდე დაიყვანოს;
- საწვავის წვისა და ხახუნის შედეგად წარმოქმნილი სითბო გაატაროს, შემდეგ კი, გააციოს ძრავის დეტალები;
- ნამწვისა და ლაკის მსგავსი ზედაფენის წარმოქმნას ხელი შეუშალოს;ძრავის დეტალები კოროზიისგან დაიცვას;
- დანალექის წარმოქმნას ხელი შეუშალოს, ცვეთის შემდგომი ნარჩენები მყარი ემულსიის სახით შეინარჩუნოს და ხახუნის ზონიდან გამოიტანოს;
- გაანეიტრალოს მჟავა, რომელიც წარმოიქმნება ზეთის ექსპლუატაციისა და საწვავის წვის დროს.
ზოგადი კითხვები
ძრავის გამორეცხვის შესახებ
ავტომფლობელები ხშირად ინტერესდებიან ღირს თუ არა ძრავის გამორეცხვა სხვადასხვა გარე საშუალებებით, როგორებიცაა: სპეციალური გამოსარეცხი ზეთები და ქიმიური მისართები. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გიგანტის, SHELL-ის საწარმოო პროგორამაში ადრე საერთოდ არ იყო გათვალისწინებული გამოსარეცხი საშუალებები, არსებობს რიგი შემთხვევები, როდესაც ძრავი საჭიროებს გამორეცხვას სტანდარტული ძრავის ზეთის გარდა, სხვა საშუალებებითაც.
- როცა პერმანენტულად მოიხმართ მინერალურ ზეთს - მინერალური ზეთები, ძრავში არსებულ დანალექებს ცუდად უმკლავდებიან, შესაბამისად ჭუჭყის მცირე ნაწილი ძრავში რჩება და დროთა განმავლობაში მის ზედაპირზე ილექება. ამ დანალექის სრული გამოდევნა ძრავიდან შეუძლებელია გამორეცხვის გარეშე.
- თუ მინერალურ ზეთს იყენებდით და ძრავის შეკეთების შემდეგ გნებავთ სინთეტიკურზე ან ნახევრად სინთეტიკურზე გადასვლა - იმის გამო, რომ სინთეტიკურ ზეთებს გააჩნიათ უფრო ძლიერი რეცხვითი თვისებები, ის შეითვისებს დანალექ ჭუჭყს, რაც ზრდის ზეთის არხებისა და ფილტრის დახშობის საფრთხეს. ასევე, პირდაპირ სინტეთიკის ჩასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ზეთის ჟელედ გადაქცევა, რაც ცუდად აისახება ძრავის მუშაობასა და მის მომავალ მდგომარეობაზე.
- როდესაც ფორსმაჟორის გამო მოგიწიათ ძრავში შეუსაბამო ზეთის ჩასხმა, ან ეჭვობთ, რომ უხარისხო ზეთი მოგყიდეს, სასარგებლოა ძრავის გამორეცხვა, რადგან გამოირიცხოს ნადებისა და ჭუჭყის არსებობა ძრავში.
არსებობს ორი სახის გამოსარეცხი პრეპარატი:
- მცირე მოცულობის, ეგრედწოდებული ხუთწუთიანები.
- სრული მოცულობის გამოსარეცხი ზეთები, რომლებიც ისხმება ძველი ზეთის მაგივრად.
გამოსარეცხი ზეთები - როგორც წესი, ჩვეულებრივი ზეთია. მისი საფუძველი შეიძლება იყოს მინერალური ან სინთეზური, მხოლოდ, განსაკუთრებული კომპლექტაციით - გამოსარეცხი თვისებების გაძლიერებით. სხვა დანამატებიც არის მის შემადგენლობაში, მაგრამ მათი ფუნქციაა შეინარჩუნოს ძრავა გამორეცხვის პროცესში. ასეთ ზეთს გააჩნია მნიშვნელოვნად უკეთესი საშუალებები, რომ შექმნას შლაკის სტაბილური ნაზავი და გამოიტანოს იგი ძრავიდან. ძველი ზეთის გამოშვების შემდეგ ისხმევა ძრავში და რამდენიმე წუთით უნდა იმუშაოს ფუჭ ბრუნვაზე. რადგანაც გამოსარეცხ ზეთს დაქვეითებული აქვს შეზეთვის თვისებები, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება მაღალ ბრუნებზე. შემდგომ ეს ზეთი გამოიდევნება და ისხმევა ახალი ზეთი.
ხუთწუთიანები - წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის დანამატებს, რომლებიც დაფასოებულია პატარა ფლაკონებში, ერევა ძველ ზეთს და აღადგენს ნამუშევარი ზეთის რეცხვით ფუნქციებს. ამ მისართს, შერევის შემთხვევაში, ძველი ზეთი უნდა გამოუშვათ და შევცვალოთ ახლით დაახლოებით 5 წუთის შემდეგ. ის ძალიან კარგად აცლის ჭუჭყს ძრავის კედლებიდან და გამოაქვს სისტემიდან. ეს თვისება ჩვეულებრივი ძრავის ზეთსაც გააჩნია. ამ მომენტისთვის ზეთში უკვე იმდენი ჭუჭყია, რომ მას აღარ შესწევს დამატებითი ჭუჭყის გაზავების უნარი.
ამ საშუალების არასწორი გამოყენება დიდ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. თუ დაბინძურების ხარისხი ძალიან დიდია, მისართმა შეიძლება მოხსნას დიდი რაოდენობით ჭუჭყის ნაწილაკები, რომ ის გარეთ ვეღარ გამოვიდეს და გაიჭედოს სისტემაში. მისი ზედმეტად დიდი დროით გამოყენების შემთხვევაში ჩობალები და შუასადებები შეიძლება დაზიანდეს.
ძრავის გამორეცხვა, ასევე შეიძლება საშუალო დონის ზეთის ხშირი გამოცვლით. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ხერხდება ზეთის რეცხვითი ფუნქციების გამოყენება, ყოველგვარი ქიმიური საშუალებების ჩარევის გარეშე. ეს უკანასკნელი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ხერხია, მაგრამ ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე პირველი ორი პროცედურა.
შევაფასოთ ძრავის გამორეცხვის რისკები:
ძალიან რისკავთ, თუ ჩაასხამთ ხუთწუთიანს მკვდარ ზეთში და ჭუჭყიან ძრავში.
რისკის დონე მცირდება, თუ ჩაასხამთ ხუთწუთიანს ჭუჭყიან ძრავში და ახალ ზეთში.
რისკის დონე კიდევ უფრო მცირდება, თუ ჩაასხამთ გამოსარეცხ ზეთს ჭუჭყიან ძრავში.
რისკი თითქმის არ არსებობს, თუ ჩაასხამთ ჩვეულებრივ შუალედურ ზეთს 1-2 ათას კილომეტრზე.
ტოქსიკური გამონაბოლქვის შემცირების სისტემები:
EGR-გამონაბოლქვი აირების რეცირკულაციის მუშაობის პრინციპი.
EGR (Exhaust Gas Recirculation) - გამონაბოლქვში ნიტროგენის (NOx) შემცირება.
სპეციალური კლაპნის დახმარებით, რეგულირდება გადამუშავებული გაზების მიწოდება შემშვებ კოლექტორში, რის შედეგადაც წვის კამერაში ჟანგბადის კონცენტრაცია და ტემპერატურა მცირდება. შესაბამისად, NOx მინიმალური რაოდენობით წარმოიქმნება.
ძრავის მახასიათებლების გაუარესება საწვავის მოხმარების ზრდასა და სიმძლავრის კარგვას იწვევს. ხოლო, ძლიერ ჭვარტლწარმოქმნას ახასიათებს ზეთის სიბლანტის მატება, მომატებული ცვეთა და კოროზია.
ტოქსიკური გამონაბოლქვის შემცირების სისტემები
DPF მურის ნაწილაკების ფილტრის მუშაობის პრინციპი:
DPF (Diesel Particulate Filter) - გამონაბოლქვში, მურის ნაწილაკების რაოდენობის შემცირება. მურის ნაწილაკების დაგროვების შემდეგ ირთვება რეგენერაციის რეჟიმი, რის შედეგადაც მური გამოიწვება.
Low SAPS (Low Sulphated Ash Phosphorus Sulphur) - მოთხოვნა ზეთის მიმართ (დაბალი სულფატური ნაცრიანობა, ფოსფორი და გოგირდი).